ბელგიის პრემიერი - თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ამ ეტაპზე არარეალურია, ამიტომაც სტრატეგიული თანამშრომლობაა საჭირო

ბელგიის პრემიერ-მინისტრის შარლ მიშელის განცხადებით, ამ ეტაპზე არარეალურია თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება და ამიტომ ევროკავშირსა და თურქეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობაა საჭირო.

„ის, რაც ჩვენ ახლა გვჭირდება არის სტრატეგიული თანამშრომლობა“, - აღნიშნა შარლ მიშელმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ.

ბელგიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საჭიროა რიგი საკითხების აქტიურად განხილვა და უკეთ თანამშრომლობა.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეგიონში თურქეთის გეოპოლიტიკური როლი, ტერორიზმთან ბრძოლა, მიგრაციის პრობლემა და თურქეთში კანონის უზენაესობისა და თავისუფალი მედიის საკითხი განიხილა.

„თურქეთთან საჭიროა გულწრფელი დიალოგი“, - დასძინა მან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს