„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლოს

მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, ნუ დაელოდება ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის დეკემბრის სხდომას, გაათავისუფლოს პატიმრობიდან ვანო მერაბიშვილი და პასუხისგებაში მისცეს ყველა ის პირი, რომელიც მისი უფლებების დარღვევაში მონაწილეობდა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც კახიძემ აღნიშნა, ევროსასამართლოს უკვე დადგენილი აქვს ვანო მერაბიშვილის მიმართ ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ ის პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს.

„როგორც მოგეხსენებათ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე, სადაც დადგინდა ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა. აღნიშნული დარღვევა ნიშნავს, რომ მერაბიშვილი პატიმრობაში ჰყავდათ ხელისუფლების წარმომადგენლებს არალეგიტიმური მიზნებით. ეს არის კონვენციის ყველაზე მძიმე დარღვევა, დგინდება ყველაზე იშვიათად და არის ე.წ. პოლიტპატიმრების მუხლი.

ყველასთვის ნათელია, თუ რა სიმძიმის დარღვევაა ეს და ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ხელისუფლებები ამ დარღვევას პასუხობენ პატიმრის გათავისუფლებით, სულ ახლახანს გათავისუფლდა ილგარ მამადოვი, რომელთანაც ასევე იგივე მუხლით დადგინდა ევროკონვენციის დარღვევა, მანამდე გათავისუფლდა ჯაფაროვი, ტიმოშენკო-ლუცენკოს საქმეებშიც მე-18 მუხლი იყო დარღვეული. ერთადერთ პატიმარი, რომლის მიმართად დადგენილია მე-18 მუხლის დარღვევა და პატიმრობაში რჩება, არის ვანო მერაბიშვილი.

მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ჩასვა მიმდინარე წლის დეკემბრის დღის წესრიგში აღნიშნული საქმის აღსრულება. მთავრობა ვერ აცნობიერებს ამ დარღვევის სიმძიმეს, ყველანაირად ცდილობს გააჭიანუროს მერაბიშვილის პატიმრობაში დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ თავად ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის განმარტებით, ყველა პატიმარი, ვისზეც მე-18 მუხლის დარღვევა დადგინდა, გათავისუფლდა პატიმრობიდან. სწორედ ეს ჩაუწერა მამადოვის საქმეზე კომიტეტმა მაშინ, როდესაც სანქციებით დაემუქრა ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს.

ამიტომ მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, ნუ დაელოდება ევროსაბჭოს მინისტთა კომიტეტის სხდომას, თავად გადადგას ნაბიჯები, რომელიც აუცილებელია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად. ეს ნაბიჯები არის პირველ რიგში მერაბიშვილის გათავისუფლება და შემდეგ ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემა, რომელიც მისი უფლებების დარღვევაში მონაწილეობდა. ეს გადაწყვეტილება მიღებულია 18-20 სექტემბრის სხდომაზე და ოფიციალურად არის გამოქვეყნებული ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტრის ვებ-გვერდზე“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო