რუსთავში „ორი ნაბიჯის“ მაღაზია გაქურდეს

რუსთავში სუპერმარკეტების ქსელ „ორი ნაბიჯის“ მაღაზია გაქურდეს. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. მე-15 მიკრორაიონის ტერიტორიაზე არსებულ მაღაზია „ორ ნაბიჯში“ ქურდებმა კარის დაზიანების გზით შეაღწიეს, სალაროდან წაღებულია თანხა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, დადგენილია დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის ვინაობა და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა