დავით ბაქრაძე ჭყონდიდობას დაესწრო

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე მარტვილში, სახალხო-საეკლესიო დღესასწაულს ჭყონდიდობას დაესწრო.

პარტიის ინფორმაციით, დავით ბაქრაძემ ადგილობრივებს სახალხო დღესასწაული მიულოცა და საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვასაც დაესწრო.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი მარტვილში ჭყონდიდობის დღესასწაულთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებშიც მიიღებს მონაწილეობას.

„მინდა არამხოლოდ მარტვილს, არამედ მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, ვინაიდან გიორგი ჭყონდიდელი სიმბოლოა სახელმწიოებრივი სიბრძნის, იმ სიბრძნის, რომელმაც შეაძლებინა დავით აღმაშენებელს უძლიერესი ქართული სახელმწიფოს შექმნა, ამიტომ მე დღესაც ვუსურვებ ჩემ სამშობლოს ასეთივე სახელმწიფოებრივ სიბრძნეს, ასეთივე სიძლიერეს და მშვიდობას თითოეულ ოჯახში“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა