მიხეილ ბატიაშვილმა მანდატურის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გამარტივებული კონკურსი გამოაცხადა, რომელიც 30 სექტემბერს დასრულდება.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სამსახურის ხელმძღვანელი, ვახტანგ მეიფარიანი თანამდებობიდან 18 სექტემბერს გათავისუფლდა.

ამ დროისთვის მეიფარიანის ადგილის დასაკავებლად 43 კანდიდატი იბრძვის. კონკურსის პირობების თანახამად, კანდიდატს უნდა ჰქონდეს ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; სასურველია, ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა და მაგისტრის ხარისხის დიპლომი. მისი ანაზღაურება 4000 ლარი იქნება. გამოსაცდელი ვადა კი 6 თვეა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ცვლილებების გარდა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა 10 სექტემბერს თანამდებობიდან გადააყენა თავისი მოადგილეები ლია გიგაური და თემურ მურღულია. ასევე, მისივე გადაწყვეტილებით, თანამდებობა დატოვეს: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ სანიკიძემ; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა და ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენდირექტორმა მანანა მიქაბერიძემ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 12 სამსახურიდან 5-ს ხელმძღვანელი არ ჰყავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა