მოსალოდნელი შტორმის გამო,  შავ ზღვაში ბანაობა იკრძალება

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დღეს საღამოს ზღვაში შესვლა იკრძალება. დღეს, 18:00 საათიდან, ამინდის გაუარესების გამო, შავ ზღვაში მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი.

„ტალღების სიმაღლე 3.5-დან 4-მეტრამდე მიაღწევს, რის გამოც ზღვაში შესვლა იკრძალება. ყველა სამაშველო კოშკურაზე აღიმართება წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს და გთხოვთ დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს“, - მოუწოდებს საგანგებო სიტუაციების სამსახური ზღვაზე მყოფ დამსვენებლებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა