ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები სამ საკონკურსო სექციაში გასცა - საერთაშორისო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ კი კრიტიკოსთა რჩეული მატვრული ფილმი გამოავლინა.

BIAFF 2018-ის მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ - სერგეი რახლინი (აშშ) - თავმჯდომარე, ბენსე ფლიგაფი (უნგრეთი), ოლეგ ნეგინი (რუსეთი), ალინ ტასჩიანი (თურქეთი), ლევან თუთბერიძე (საქართველო), გამოავლინა შემდეგი გამარჯვებულები: გრანპრი - „რეი და ლიზი”, რიჩარდ ბილინგჰემი, დიდი ბრიტანეთი; საუკეთესო რეჟისურა - ალიჩე რორვახერი ფილმისთვის „ბედნიერი ლაზარე“, იტალია/შვეიცარია/საფრანგეთი/ გერმანია; საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - ადრიანო ტარდიოლო ფილმში, “ბედნიერი ლაზარე”, ალიჩე რორვახერი, იტალია/შვეიცარია/საფრანგეთი/გერმანია; საუკეთესო მსახიობი ქალი - ელა სმითი, ფილმში „რეი და ლიზი”, რიჩარდ ბილინგჰემი, დიდი ბრიტანეთი, 2018; ჟიურის სპეციალური პრიზი - „ჰორიზონტი“, თინათინ ყაჯრიშვილი, საქართველო/შვედეთი და „სტიქსი“, ვოლფგანგ ფიშერი, გერმანია/ავსტრია.

BIAFF 2018-ის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ - ვიტალი მანსკი (ლატვია) - ჟიურის თავმჯდომარე, ინა როსოვ (გერმანია), ზავენ სარგისიანი (სომხეთი), სერგეი ლავრენტიევი (რუსეთი), მარიამ ჭაჭია (საქართველო), შემდეგი პრიზები გასცა: საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - “მამებისა და შვილების შესახებ”, ტალალ დერკი, გერმანია/სირია/ლიბია/ყატარი, და ჟიურის სპეციალური პრიზი - “დროის ხიდები, ოდრიუს სტონის, ლატვია.

BIAFF 2018-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ჟიურიმ - ნიკოლოზ ხომერიკი (რუსეთი), ჟალე არიკანი (გერმანია), ქეთევან დევდარიანი (საქართველო), ასევე ორი ძირითად ნომინაციაში გასცა პრიზები: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - საშლელი, დავით ფირცხალავა და ჟიურის დიპლომი (სპეციალური მოხსენიება) - გადაეცა ორ ფილმს: „ყველა ის არსება“, ჩარლზ ვილიამსი, ავსტრალია და „საკვები მიტანით“, იაზან ალ გჰაზავი, იორდანია.

BIAFF 2018-ის ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ - გოგი გვახარია, თეო ხატიაშვილი, ლელა ოჩიაური, გამოავლინა კინოკრიტიკოსთა რჩეული ფილმები: საუკეთესო მხატვრული ფილმი - „დონბასი“, სერგეი ლოზნიცა, გერმანია/უკრაინა/საფრანგეთი/ნიდერლანდები/რუმინეთი და ჟიურის სპეციალური მოხსენიება - “ბედნიერი ლაზარე”, ალიჩე რორვახერი, იტალია/შვეიცარია/საფრანგეთი/გერმანია.

BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ: ლომერ ახვლედიანი (საქართველო), გელა კანდელაკი (საქართველო) და სოსო ბარდანაშვილი (საქართველო).

აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს