„ნაცმოძრაობის“ წევრი - აჭარის  მუნიციპალიტეტების მერებთან შეთანხმებით, საუბნო საარჩევნო კომისიები "ოცნების" აქტივისტებით  კომპლექტდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრის ირმა ხოროიშვილის განცხადებით, აჭარის მუნიციპალიტეტების მერებთან შეთანხმებით, მუნიციპალიტეტების საუბნო საარჩევნო კომისიები „ქართული ოცნების" აქტივისტებით კომპლექტდება. ირმა ხოროიშვილის თქმით, მუნიციპალიტეტების მერები სიას ადგენენ, რის მიხედვითაც "ქართული ოცნების" აქტივისტები საარჩევნო კომისიების თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის თანამდებობაზე ინიშნებიან.

„არჩევნების გაყალბების მიზნით, საარჩევნო უბნები "ქართული ოცნების" აქტივისტებით დაკომპლექტდა. ასევე საუბნო საარჩევნო კომისიების თანამდებობებზე იგეგმება „ქართული ოცნების“ აქტივისტების დანიშვნა. ჩვენ მოვიპოვეთ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტებში "ქართული ოცნების" შტაბების მიერ მუნიციპალიტეტების მერებთან შეთანხმებით შედგენილი "ქართული ოცნების" აქტივისტების სია, რომლის მიხედვითაც საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარის, მოადგილის და მდივნის თანამდებობებზე დანიშვნა მოხდება. ეს ადამიანები სარგებლობენ "ქართული ოცნების" შტაბებში მაღალი ნდობით. როგორც ჩანს, ეს პირები არჩევნების გაყალბების ორგანიზებას მოახდენენ. ვასაჯაროვებთ აჭარის მუნიციპალიტეტების საუბნო კომისიების წევრების სიებს, რომლებიც დაინიშნებიან საუბნო კომისიების თავმჯდომარეებად, მოადგილეებად და მდივნებად. მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება რათა არ მოხდეს "ქართული ოცნების" აქტივისტების საუბნო საარჩევნო კომისიების თანამდებობებზე დანიშვნა. მოვუწოდებთ ასევე, სადამკვირვებლო საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, განხორციელდეს საუბნო საარჩევნო კომისიების თანამდებობის პირების დანიშვნის პროცესის მონიტორინგი და მიეცეს შეფასება არსებულ კანონდარღვევებს",- განაცხადა ირმა ხოროიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო