ლევან კობერიძე - საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ ვანო მერაბიშვილი სასჯელს იხდის დამსახურებულად

საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ ვანო მერაბიშვილი სასჯელს იხდის დამსახურებულად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან კობერიძემ განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა პარტიების ნაწილის მიმართვას პრეზიდენტისადმი, რომ ვანო მერაბიშვილი შეიწყალოს.

"შეწყალების უფლება აქვს მინიჭებული საპრეზიდენტო ინსტიტუციას და ეს არის გადასაწყვეტი პრეზიდენტის მიერ იურიდიული ნორმებიდან გამომდინარე. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის, ეს ალბათ, არის ის ფასი, რასაც პრეზიდენტი გადაიხდის ამ გადაწყვეტილების მიღების დროს, ვანო მერაბიშვილის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების ფორმატში. მერაბიშვილთან დაკავშირებით ჩვენ ვიცით საზოგადოების დამოკიდებულება. მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის, რომ ის სასჯელს იხდის დამსახურებულად და ამაზე არის შეჯერებული საზოგადოება. თუ პრეზიდენტი რაიმე სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება მისი პოლიტიკური, ან მისი ღირებულებების ფასი", - განაცხადა ლევან კობერიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა