სალომე ზურაბიშვილი - არანაირი კანაფის დედოფალი არ ვარ, მე ვიქნები დედოფალი კამპანიის, რამდენად წარმოადგენს საფრთხეს ნარკოტიკები

მე ვიქნები დედოფალი იმ საინფორმაციო კამპანიის, რომელიც უნდა ამ ქვეყანაში გაიმართოს იმისთვის, რომ ახალგაზრდები მიხვდნენ, რამდენად საფრთხეს წარმოადგენს თავიანთი ჯანმრთელობისთვის ნარკოტიკები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ურეკში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან საკუთარ პროგრამასა და პრიორიტეტებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა პრეზიდენტის როლსა და ფუნქციებზე.

„ჩემ პროგრამასა და პრიორიტეტებზე გეტყვით, რომ მე ვიქნები ხალხისთვის მათი პრობლემების მიმტანი ხელისუფლებასთან. არ შეიძლება პრეზიდენტი, რომელიც არის ხალხის მიერ არჩეული, არ გახდეს პირველი ხიდი საზოგადოებას და ხელისუფლებას შორის, რათა გადავწყვიტოთ ის პრობლემები, რომელზედაც არის პასუხისმგებელი პრეზიდენტი. მე ჩამოვთვალე სქემები, რომელიც ეხება ევროპული სტანდარტების შემოტანას ქვეყანაში, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს დამცველი ყველა იმ უფლებების, რომელიც ჩაწერილია ახლა კონსტიტუციაში - ეს ეხება ქალებს, შშმ პირებს, დაუცველ ფენას, ასევე ჯანდაცვას. მე ამისი ადვოკატი ვიქნები, რომ მივხედოთ ბევრად მეტად პრევენციას, ვიდრე აქამდე არის, რადგან ჩვენ, როგორც ვნახეთ, ძალიან ბევრი გაკეთდა საყოველთაო ჯანდაცვის კუთხით, მაგრამ ნაკლებად პრევენციისთვის. იმ ადამიანებს, რომლებიც მოდიან ჩემთან, ძალიან აღელვებთ ეს საკითხი.

მე ვისაუბრე ასევე, ჩემი პოზიციების შესახებ ნარკოტიკებზე. აქაც დისკრედიტაციაა, არანაირი კანაფის დედოფალი არ ვარ, მე ვიქნები დედოფალი იმ საინფორმაციო კამპანიის, რომელიც უნდა ამ ქვეყანაში გაიმართოს იმისთვის, რომ ახალგაზრდები მიხვდნენ, რამდენად საფრთხეს წარმოადგენს თავიანთი ჯანმრთელობისთვის ნარკოტიკები,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა საკუთარ რელიგიურ კუთვნილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის და მისი ოჯახი მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან.

„რელიგიურ შეხედულებებზე და საერთოდ, შეხედულებებზე საარჩევნო კამპანიაში არ საუბრობენ ევროპულ ქვეყნებში, მაგრამ იმ დისკრედიტაციის კამპანიას, რომელიც ეხება, რომ მე თურმე არ ვარ მართლმადიდებელი, ვუპასუხებ, რომ ჩემს ოჯახში ნიკო ნიკოლაძიდან დაწყებული, მამაჩემის გაგრძელებით და დღეს ჩემი ძმაც არის მრევლის ნაწილი, მე ვარ, ვიქნები და ჩემი შვილებიც არიან მართლმადიდებლები,“ -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა