რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი - საქართველო, აშშ-ს მხარდაჭერით, ღია ცის შესახებ მრავალმხრივ შეთანხმებას ძირს უთხრის

საქართველო, აშშ-ს მხარდაჭერით, ძირს უთხრის ღია ცის შესახებ მრავალმხრივ შეთანხმებას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღების გაუვრცელებლობისა და კონტროლის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ერმაკოვმა განაცხადა.

„ბურთი ახლა ჩვენი ქართველი კოლეგებისა და იმ სახელმწიფოების, მათ შორის აშშ-ს მოედანზეა, რომელმაც მათ ნება დართო ასე მოქცეულიყვნენ. საქართველო ცალმხრივად არასოდეს გაბედავდა ამას. საქართველო ასე იმიტომ იქცევა, რომ აშშ-ს მხარდაჭერას გრძნობს და ამ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ძირს უთხრის“, - განაცხადა ვლადიმერ ერმაკოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი კომპრომისზე წავიდა და თვალები დახუჭა საქართველოს მხრიდან ამ ხელშეკრულების უხეშ დარღვევაზე, როდესაც საქართველომ უარი განაცხადა რუსი დამკვირვებლების ფრენების მიღებაზე.

შეგახსენებთ, რომ ღია ცის შესახებ ხელშეკრულება 1992 წელს ჰელსინკიში მიიღეს. ის ითვალისწინებს სამხედრო სადაზვერვო ინფორმაციის ლეგალურად მოპოვებას ხელმომწერ სახელმწიფოებს შორის. დოკუმენტზე ხელი 34 ქვეყანას აქვს მოწერილი. ხელშეკრულება ძალაში 2002 წელს შევიდა. წევრი ქვეყნები ერთმანეთის ნებართვით ლეგალურად ახორციელებენ საკონტოლო ფრენებს ხელმომწერი ქვეყნების ტერიტორიებზე. ფრენები მიზნად ისახავს დაკვირვებას არსებულ მდგომარეობაზე ეჭვების გაფანტვის მიზნით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა