მარიამ ჯაში უნივერსიტეტების ავტორიზაციასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს და სამართლებრივ რეაგირებას გეგმავს

პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში უნივერსიტეტების ავტორიზაციასთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ცილისწამებაზე სამართლებრივი რეაგირება ექნება, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, სალომე სამადაშვილის წინააღმდეგ.

ჯაშმა განცხადება გააკეთა ექსპერტებთან შეხვედრის დაწყებამდე, რომელიც სწორედ ამ საკითხს ეხება.

კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა შეწყდეს კანონპროექტის განხილვა, დეპუტატი პასუხობს, რომ ეს პარლამენტის ბიუროს გადასაწყვეტია, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ კოლეგები არგუმენტებს გაითვალისწინებენ და საკითხი განხილული იქნება.

ამასთან, მედიის წარმომადგენლებმა მარიამ ჯაშს დაუსვეს კითხვა, თუ რატომ არ ესწრებიან შეხვედრას ექსპერტები, როლებმაც კრიტიკული განცხადებები გააკეთეს.

„შეხვედრა მიმდინარეობს პარლამენტში. ავტორიზაციის საბჭოს ყველა წევრი არის მოწვეული. რაც შეეხება ექსპერტებს, ჩვენ გავავრცელეთ განცხადება და შეხვედრა ღია იყო ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. თუ ექსპერტს ჰქონდა დასწრების სურვილი, ეს ნებისმიერს თავისუფლად შეეძლო“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

რაც შეეხება ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჯაში ლობირებს უნივერსიტეტების ავტორიზაციის გადავადების შესახებ კანონპროექტს მისი ნათესაური კავშირების გამო, დეპუტატი ამ ყველაფერს ცილისწამებას უწოდებს.

„მთავარი ბრალდება ეხება ჩემი ოჯახის მფლობელობაში არსებულ უნივერსიტეტებს - ეს არის ცილისწამება, რომელზეც მე რეაგირებას ვაპირებ და ფორმას გადავწყვეტ ჩემს გუნდთან ერთად. რეაგირებას ვაპირებ კონკრეტულად სალომე სამადაშვილის წინააღმდეგ, რომელიც პარლამენტში ღიად აკეთებდა ცილისმწამებლურ განცხადებებს“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

დეპუტატი გამოეხმაურა ასევე, ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ მან დაურეკა ავტორიზაციის ექსპერტ ლიკა ღლონტს სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხთან დაკავშირებით. ჯაშის თქმით, ღლონტს ესაუბრა, თუმცა ზარის მიზანი არა უნივერსიტეტის ლობირება, არამედ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა იყო.

„ვისურვებდი, რომ ქალბატონ ლიკასთან საუბრის ჩანაწერი არსებობდეს. მან საღამოს მე დამირეკა და ბოდიში მომიხადა, ვინაიდან ჩათვალა, რომ ზედმეტად არაკოლეგიალური პასუხი გამცა, როცა მითხრა, რომ უნივერსიტეტში მძიმე მდგომარეობაა. მე ვუთხარი, რომ იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება მისი დახურვის შესახებ. მე არ ვთვლი, რომ ეს იყო ჩარევა, ეს იყო ობიექტურობის დადასტურებისთვის განხორციელებული ზარი“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა