იქმნება მობილური აპლიკაცია, რომლითაც თამბაქოს მოწევაზე კანონის დარღვევის ფაქტების დაფიქსირება ნებისმიერ მოქალაქეს ონლაინ რეჟიმში შეეძლება

შეიქმნება მობილური აპლიკაცია, რომლითაც თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებული კანონის დარღვევის ფაქტების დაფიქსირება ნებისმიერ მოქალაქეს ონლაინ რეჟიმში შეეძლება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილავამ განუცხადა.

მისი განმარტებით, ნებისმიერი მომხმარებელი კანონდარღვევის ფაქტს დააფიქსირებს ფოტოზე და სისტემაში ატვირთავს აპლიკაციის მეშვეობით, რაზეც შსს ოპერატიულ რეჟიმში რეაგირებას მოახდენს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივი მუშაობით იგეგმება მობილური აპლიკაციის შექმნა, რომლითაც ნებისმიერი სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირება იქნება შესაძლებელი სურათის გადაღებით და შემდგომში მისი აპლიკაციაში ატვირთვით. მომხმარებელი გადაიღებს სურათს, ატვირთავს აპლიკაციაში და შს სამინისტრო მოახდენს რეაგირებას. აპლიკაცია უკვე მზადდება, თუმცა გაშვების ვადები ჯერ ცნობილი არ არის“, - განაცხადა ლაგვილავამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო