„ნაცმოძრაობა“ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაცია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძეს თქმით, მათი პარტიის წარმომადგენელს მირანდა გოგოხიას არ მიაწოდეს ინფორმაცია დღევანდელი სხდომის შესახებ.

„ჩვენი წევრის მიმართ საჯარო ინფორმაციის დამალვა პირველი შემთხვევა არ არის და ამაზე საჩივრებიც დავწერეთ. საჩივარი დავწერეთ ასევე სიაზე, რომელიც საჯარო მოხელეებით და მათი ნათესავებით არის დაკომპლექტებული. ცესკოს წარმომადგენლად უბნებზე, ერთ-ერთი ვინც განიხილება ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი ნატა პაპასკირია. ასევე ნია კვარაცხელია, რომელიც საოლქო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის ნათესავია. სია დაკომპლექტებულია საჯარო მოხელეებით და მათი ნათესავებით და სწორედ ეს სია იქნება დამატებითი ადმინისტრაციული რესურსი და ადგილებზე ზემოქმედების მეტი ბერკეტი“, -აღნიშნა ანა წითლიძემ.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ბრალდებებს უარყოფს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი. მისი თქმით, არანაირი ინფორმაცია არ არის დამალული და მას კომისიის ყველა წევრთან ერთნაირი კომუნიკაცია აქვს.

„რაც შეეხება სხდომას, ჩვენ გვაქვს ვალდებულება სამი საათით ადრე ვაუწყოთ კომისიის წევრებს. შესაბამისად, ათი საათისთვის კომისიის მხოლოდ ერთი წევრი იყო და მას მივაწოდე ინფორმაცია და ვთხოვე ერთმანეთისთვის ეცნობებინა“, - განაცხადა მირანდა მესხმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს