აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა 12 რუსული კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა სანქციები დააწესა 12 რუსული კომპანიის წინააღმდეგ, რომელთა საქმიანობაც აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება.

შესაბამისი გადაწყვეტილება ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნდა. სანქციების ძალაში შესვლის ზუსტი თარიღი არ კონკრეტდება.

სანქციების ძალაში შესვლის შემდეგ ამ ორგანიზაციების მიმართებაში იმოქმედებს ორმაგი დანიშნულების ამერიკული პროდუქციის ექსპორტზე უარის თქმის პრეზუმფცია.