თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელს და ქალთა დემოკრატიის ქსელის დირექტორს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ხელმძღვანელს, ჯონ დიპიროს და ქალთა დემოკრატიის ქსელის (Women’s Democracy Network) დირექტორს ვალერი ბოულინგს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო ქალთა დემოკრატიის ქსელის საქართველოში მომავალი საქმიანობის პერსპექტივები.

„დღესდღეობით, ქალთა დემოკრატიის ქსელის ორგანიზაცია, რომელიც 12 წელია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ბაზაზე არსებობს, ემსახურება ქალთა როლის გაძლიერებას მსოფლიოს მასშტაბით და ეხმარება ახალგაზრდებს განავითარონ საჭირო უნარები იმისათვის, რომ აქტიურად ჩაერთონ მთავრობის, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის საქმიანობაში. საქართველო მათთვის განიხილება, როგორც პოტენციური ქვეყანა, სადაც მათი წარმომადგენლობა შეძლებს ახალგაზრდების გადამზადებას“,-განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო