პარლამენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების განათლების და მედიის კომიტეტის სხდომას მასპინძლობს

პარლამენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების განათლების და მედიის კომიტეტის სხდომას მასპინძლობს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნული კომიტეტის სხდომა საქართველში ტარდება და ევროპის 15-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტის წევრი მონაწილეობს. კომიტეტი განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა განათლების სისტემის თანამდებროვე ტექნოლოგიურ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ასევე თანამდროვე მედიის წინაშე მდგარი გამოწვევები, მათ შორის დეზინფორმაციის და პროპაგანდის მზარდი საფრთხეები დემოკრატიული ქვეყნებისთვის.

"მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა მიმდინარეობდა კომიტეტის სხდომაზე. დიდი დრო დაეთმო დეზინფორმაციის და პროპაგანდის მზარდ საფრთხეებზე მსჯელობას, ასევე პროპაგანდასთან გასამკლავებლად ევროპის ქვეყნებში მიმდინარე ღონისძიებებზე მსჯელობას. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო ასამბლეაში არაერთი მოხსენება მზადდება ამ საკითხზე და თითქმის ქვეყანა არ დარჩა, რომლის წარმომადგენელი ამ საკითხზე არ მუშაობდეს, მთავარი პრობლემა, მაინც ქვეყნებს შორის საერთო ხედვებზე ჩამოყალიბება რჩება.

პოზიტიური ტენდენციაა, რომ ბევრი ქვეყანა ავითარებს მედია წიგნიერების პროგრამას. საქართველოს ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოცდილება აქვს, რაზეც დღეს ბევრი ვისაუბრეთ.

რასაკვირველია, პარლამენტის როლი დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან ბრძოლის საკითხებში არის განსაკუთრებული, ეს იქნება ეფექტიანი საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავების თუ კანონის აღსრულებაზე ზედამხედველობის საკითხები. საქართველოს პარლამენტი ამ მიმართულებით ინტენსიურ მუშაობას გააგრძელებს", - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

კომიტეტის სხდომაზე მოწვეულები იყვნენ საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმოადგენლები, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ასევე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტს პარლამენტის სახელით ნინო გოგუაძე მასპინძლობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს