სოფიო ქაცარავა - შვედეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი და მხარდამჭერია, როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საგარეო მისწრაფებების მიმართულებით

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა შვედეთის ელჩს საქართველოში ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა, რომელთანაც განიხილა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და საპარლამენტო დიპლომატიის როლი ამ მიმართულებით.

პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ასევე განიხილეს შვედეთ-საქართველოს ურთიერთობის დღის წესრიგი, ნორდიკულ-ბალტიკურ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა და კონკრეტული გეგმები, ამ ფორმატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები, რომელიც კავშირებს უფრო მეტად სისტემურს და ინსტიტუციურს გახდის.

საუბარი შეეხო პარლამენტში გამართული სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმის შედეგებს, რეკომენდაციებს და მასთან დაკავშირებულ შემდგომ ნაბიჯებს, რაც საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში განხორციელდება.

სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა საგარეო პოლიტიკის უცვლელ კურსზე და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე, რაც ქვეყნისთვის დიდ გამოწვევად რჩება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს