ქართული სამშენებლო კომპანიები ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივას მიესალმებიან

ქართული სამშენებლო კომპანიები დადებითად აფასებენ და მიესალმებიან რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივას, რომელიც დაგეგმილ პროექტებზე გამოსაცხადებელ ტენდერებთან დაკავშირებით ინფორმაციის წინასწარ მიწოდებას ითვალისწინებს.

სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც აღინიშნა, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიმართულებით, 15 ოქტომბრამდე 26 ტენდერს გამოაცხადებს. ტენდერების ჯამური ღირებულება 185 მილიონ ლარს აღემატება.

დეტალური ინფორმაცია სამშენებლო კომპანიებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, მიაწოდეს.

“ამ ფორმატის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვაქვს სამინისტროს ხელმძღვანელობასთან უშუალო კომუნიკაციის და კონკრეტული საკითხების დეტალურად განიხილვის საშუალება. ჩვენ ბევრ პროექტში, მათ შორის - საერთაშორისო პროექტებში ვართ ჩართული და ძალიან კარგია, რომ შეგვიძლია ყველა პრობლემურ საკითხზე ოპერატიულად მივიღოთ განმარტებები და ერთად მოვძებნოთ გადაჭრის გზები“, - განაცხადა კომპანია “ბორან მაინინგის” დამფუძნებელმა ჯანო ყაფლანიშვილმა.

შეხვედრაში სამშენებლო კომპანიებთან ერთად, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ანა საბახტარიშვილი მონაწილეობდა.

“ნამდვილად მისასალმებელია ასეთი ფორმატი, სადაც კონკრეტულ ტენდერებზეა საუბარი. ამასთან გვაქვს ფუფუნება, განვიხილოთ სტანდარტიზაციის საკითხი, რაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა დღეს სამშენებლო სექტორში. 2022 წლამდე ევრორეგულაციების მიხედვით, უნდა მოვასწროთ ახალი სტანდარტების დანერგვა და ამ პროცესში მშენებლების, საჯარო სტრუქტურების, აკადემიური წრეების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო მზადაა აქტიურად ჩაერთოს ამ საკითხების განხილვაში“, - განაცხადა ანა საბახტარიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს