საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.4 მლრდ ლარით გაიზარდა

2018 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.4 მლრდ ლარით, ანუ 3.9 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 1.0 პროცენტი შეადგინა) და 2018 წლის პირველი სექტემბრისათვის 37.1 მლრდ ლარს გადააჭარბა. აღნიშნულ ინფორმაციას, საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ოფიციალური ინფორმაციით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.7 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.6 პროცენტია.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი