გორში  პროფესიული განათლების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, გორში სახელმწიფო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ადგილობრივ ბიზნეს-სექტორს შორის პროფესიული განათლების შესახებ დისკუსია გაიმართა. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ ბაიბურთმა გახსნა.

სავაჭრო სამრეწველო პალატის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში სამმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ პროფესიული პროგრამების შესახებ პრეზენტაციები გამართა. პრეზენტაციით წარდგა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ია ერაძეც, რომელმაც პროფესიული კვალიფიკაციებისა და დასაქმების შესახებ ისაუბრა. დისკუსიის მონაწილეებს შორის მსჯელობის საგანი იყო ასევე კვალიფიციური კადრების მიმართულებით ბიზნეს-სექტორის საჭიროებები.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული პროექტის მიხედვით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან შეიქმნა დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭო, რომლის მიზნებიც საქართველოში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პოპულარიზაცია, დუალური პროფესიული განათლების შესახებ საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის შექმნა და კერძო სექტორსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის კოორდინაციის ხელშეწყობაა. საბჭოს წევრები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დარგობრივი ბიზნეს-ასოციაციებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები არიან.

ანალოგიური შინაარსის შეხვედრა უკვე შედგა ბათუმში, ასევე თვის ბოლომდე იგეგმება საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა