„კოლორპაკის“ დირექტორი - პროექტში „აწარმოე საქართველოში“ „კოლორპაკმა“ ზუსტად იგივე პირობებში მიიღო მონაწილეობა, როგორც სხვა ასობით კომპანიამ

არანაირ გასაჩივრებას არ აქვს აზრი, რადგან დასამალი არაფერი გვაქვს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „პალიტრამედია“ ჰოლდინგში შემავალი კომპანიის, „კოლორპაკის“ დირექტორმა გიორგი ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პროექტში „აწარმოე საქართველოში“ „კოლორპაკმა“ იგივე პირობებში მიიღო მონაწილეობა, როგორც სხვა ასობით კომპანიამ. „აწარმოე საქართველოში“ ასობით კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, როგორც ჩვენ და ასეულობით კომპანია დაფინანსდა. ჩვენ აბსოლუტურად იგივე პირობებში მივიღეთ მონაწილეობა, რითაც სხვა ასობით კომპანია გახდა ბენეფიციარი. მილიონ 600 ათასი დოლარი ავიღეთ კრედიტით „თიბისი ბანკიდან“. „აწარმოე საქართველოს“ უპირატესობა და დადებითი მხარე ზუსტად ის არის, ჩემი აზრით, რომ კორუფციას იმით გამორიცხავს, რომ კერძო ბანკთან მიდის მოლაპარაკება. ის კრედიტი ახლაც გვაწევს კისერზე და ვიხდით“, - აღნიშნა გორგი ჟორჟოლიანმა.

იხილეთ ვიდეო: "აწარმოე საქართველოში" ასობით კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, ჩვენ ზუსტად იგივე პირობები გვქონდა" - გიორგი ჟორჟოლიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა