ირაკლი კობახიძე - გამახსენეთ  გიორგი მარგველაშვილის ერთი გამოსვლა, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის“ დროს ის რამეს აპროტესტებდა - მარგველაშვილი აბსოლუტურად ჩუმად იყო

2011 წლამდე, როცა ქვეყანაში ყველაზე მძიმე მოვლენები ვითარდებოდა, როცა “ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ იბრძოდა ირინა ენუქიძე და შემდგომ სალომე ზურაბიშვილი, მაშინ გიორგი მარგველაშვილი აბსოლუტურად ჩუმად იყო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “ტვ პირველის“ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

“შემახსენეთ გიორგი მარგველაშვილის ერთი გამოსვლა, როდესაც ის რამეს აპროტესტებდა. შემახსენეთ გიორგი მარგველაშვილის ერთი ფრაზა. აიღეთ 2007, 2008, 2009 წლები, როცა ქვეყანაში არის ყველაზე მძიმე პერიოდი და აიღეთ გიორგი მარგველაშვილის ერთი ფრაზა. 2011-2012 წლებში, როცა “მაესტროზე“ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ გავლენა მოიპოვა, მათ გარე ექსპერტების ერთგვარი სია შექმნეს. “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი გარე ექსპერტი იყო გიორგი მარგველაშვილი. ძალიან კარგად მახსოვს მისი რეაქციები, როცა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი გამოჩდა და როდესაც “ნაციონალურ მოძრაობას“ რეალური საფრთხე შეექმნა - მაშინვე აამუშავეს მათი გარე ექსპერტი გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს