ირაკლი კობახიძე - კანაფთან დაკავშირებული ინიციატივის სარგებელი არის ის, რომ ექსპორტი მილიარდი დოლარით გაიზრდება, საზოგადოებას კი ზიანი არ მიადგება

“კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტიდან რომ გავიწვიოთ, გამოვა, რომ რაღაც ცუდს ვაკეთებდით - გვინდა ამ თემაზე საზოგადოებას და ეკლესიას ვესაუბროთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “ტვ პირველის“ გადაცემა “რეაქციაში" განაცხადა.

მისი თქმით, კანაფის მოყვანა-წარმოების დაწყებით საზოგადოებას ზიანი არ მიადგება და სარგებელი კი არის ის, რომ მილიარდი დოლარით გაიზრდება ექსპორტი, რაც ეკონომიკისათვის ძალიან დიდი შეღავათია.

“მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ ნარკოტიკებს არ ვაწარმოებთ და ამის გადინების საფრთხე არ არსებობს. რაც შეეხება ეფექტს, ძალიან წარმატებული ეკონომიკის პირობებშიც, სიღარიბის აღმოფხვრას რვა - ათი წელი სჭირდება. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ თუკი რაიმე იმის საშუალებას იძლევა, რომ ათი წლის მაგივრად, ეს რვა-შვიდ წელიწადში გავაკეთოთ, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს საშუალება, იმ პირობებში, როცა საზოგადოებას ზიანაც არ ადგება?!“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა