დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში კანადელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში კანადელ კოლეგას ჯიმ კარს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველო-კანადის ურთიერთობებს და მაღალი დონის ორმხრივ მხარდაჭერას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარული ვითარების, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებსა და კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას.

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების დიდ პოტენციალს, საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებსა და ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით არსებულ გარემოს. აღინიშნა, რომ საქართველო საინვესტიციო კლიმატითა და შესაძლებლობებით საინტერესო ადგილია კანადის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისთვის.

მინისტრები შეთანხმდნენ, აქტიურად იმუშაონ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების განვითარებისთვის, მათ შორის შესაბამისი სამართლებრივი ბაზის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამ კუთხით მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ქვეყნებს შორის უცხოური ინვესტიციების დაცვის შესახებ შეთანხმების დროულ გაფორმებას.

განსაკუთრებით აღინიშნა კანადის აქტიური მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას, რაც ორმხრივ თანამშრომლობას ახალ დინამიკას შესძენს.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიესალმა მიმდინარე წლის ოქტომბრიდან „ღია მმართველობის პროგრამის“ კანადის თავმჯდომარეობას, რომელიც ამ პოზიციას საქართველოსგან გადაიბარებს. მხარეებმა წარმატებულად შეაფასეს OGP-ის საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდი და საქართველოს ინიციატივები.​

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა