დონალდ ტრამპი - გაზსადენის პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გერმანიას მთლიანად რუსეთის ენერგიაზე დამოკიდებულს გახდის

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გერმანია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გაზსადენის პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გერმანიას მთლიანად რუსეთის ენერგიაზე დამოკიდებულს გახდის. „გერმანია მთლიანად რუსეთის ენერგიაზე დამოკიდებული გახდება, თუკი ის დაუყოვნებლივ არ შეიცვლის კურსს“, - აღნიშნა ტრამპმა.

მანვე პოლონეთი და სხვა ქვეყნები შეაქო, რომლებიც ავითარებენ ისეთ ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებიც რუსეთთან არ არის დაკავშირებული.

თავის გამოსვლაში ამერიკის ლიდერმა ისაუბრა ირანთან დაკავშირებითაც და განაცხადა, რომ ქვეყნის ლიდერები ირანში ქაოსს, სიკვდილსა და ნგრევას თესენ. მისი თქმით, ისინი პატივს არ სცემენ მეზობლებს, საზღვრებს და ხალხთა სუვერენულ უფლებებს.

„როიტერის“ ცნობით, დონალდ ტრამპის 35-წუთიანი გამოსვლის დიდი ნაწილი დაეთმო მის პოლიტიკას „ამერიკა უპირველესად“. სააგენტოს ცნობით, დონალდ ტრამპს არაფერი უთქვამს რუსეთის შეჭრაზე სირიაში და ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა