ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს საქართველოში სალომე ზურაბიშვილის მიერ გაყვანილი რუსული ჯარი შემოიყვანა

რომ არა “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაული, რუსეთს იმის გაკეთების საშუალება არ მიეცემოდა, რაც მან 2008 წელს გააკეთა - არ მიეცემოდა ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მთლიანად დაკავების საშუალება, - აღნიშნული განცხადება “ტვ პირველის“ გადაცემა “რეაქციაში“, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძის აზრით, რუსეთმა საკუთარი განზრახვის განხორციელება “სწორედ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი შეცდომის წყალობით შესძლო, რისი საშუალებაც მას შევარდნაძის ხელისუფლების დროსაც კი არ მიეცა“.

“თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, რა დანაშაული ჩაიდინა პირადად მიხეილ სააკაშვილმა და “ნაციონალურმა მოძრაობამ“. ახლა ეს ადამიანები ბედავენ და ღალატში იმ ადამიანს ადანაშაულებენ, რომელმაც საქართველოდან რუსული ბაზები გაიყვანა. რუსული ბაზების გაყვანა სალომე ზურაბიშვილის მოლაპარაკებებისა და მისი უნარების შედეგი იყო. სალომე ზურაბიშვილის მიერ გაყვანილი რუსული ჯარი შემოიყვანა მიხეილ სააკაშვილმა უკან საქართველოში 2008 წელს. რომ არა მისი დანაშაულებრივი ქმედებები, ეს არ მოხდებოდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს