საფრანგეთის ყოფილმა პრემიერმა მანუელ ვალსმა ბარსელონას მერის პოსტზე კანდიდატურის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო

საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა გადაწყვეტილება მიიღო თავისი კანდიდატურა ბარსელონას მერის პოსტზე წარადგინოს.

„დიახ, მე მსურს ბარსელონას შემდეგი მერი გავხდე და ეს ბარსელონას მოსახლეობაზე იქნება დამოკიდებული“, - განაცხადა მანუელ ვალსმა.

მისივე თქმით, კატალონიის დედაქალაქი ბარსელონა „ქალაქია, რომელიც გულგრილად არ გტოვებს და რომელიც გიყვარდება“.

„მე იმ ოჯახიდან ვარ, რომელსაც ყოველთვის უყვარდა ბარსელონა. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ბარსელონა, უნდა გავაუმჯობესოთ ქალაქის მართვა, მივაღწიოთ უსაფრთხოების მაღალ დონეს, უკეთეს მობილობას, ეკონომიკურ აქტივობას“, - აღნიშნა საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

მანუელ ვალსის თქმით, ის დამოუკიდებელი კანდიდატია.

„მე მიყვარს საფრანგეთი. ამ ქვეყანამ საშუალება მისცა ბარსელონიდან ახალგაზრდა ადამიანს გამხდარიყო ჯერ მერი, შემდეგ დეპუტატი, მინისტრი და ბოლოს კი პრემიერ-მინისტრი“, - აღნიშნა მან.

ამჟამად მანუელ ვალსი საფრანგეთის პარლამენტის დეპუტატია. მან პირობა დადო, რომ შემდეგ კვირას დატოვებს თავის მანდატს.

შეგახსენებთ, რომ მანუელ ვალსი წარმოშობით კატალონიადანაა. ის ბარსელონაში დაიბადა, ხოლო საფრანგეთის მოქალაქე 1982 წელს გახდა. ის ფრანსუა ოლანდის პრეზიდენტობისას საფრანგეთის შს მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს იკავებდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო