ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ცენტრალური ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გზამშენი 21-ე საუკუნე" ასრულებს. მიმდინარეობს შიდა გზების კაპიტალური შეკეთება, იგეგმება სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება და ახალი ასფალტის საფარის დაგება.

სამუშაო პროცესის მიმდინარეობა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე-მერმა გიორგი იობაშვილმა და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ბექა ყურაშვილმა დაათვალიერეს.

ქუთაისის მერის განცხადებით კეთდება გზა, რომელიც ბოლო 30 წელია დაზიანებული იყო. სამუშაოები ძირითადად ღამის საათებში განხორციელდება, რათა ადგილობრივ მცირე ბიზნესს და მოქალაქეებს ნაკლები პრობლემები შეექმნას.

ჭავჭავაძის გამზირზე, ცენტრალური ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 264 ათას ლარამდე იხარჯება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს