ირაკლი პეტრიაშვილი -  შრომის ინსპექციის მოქმედების  არეალი უნდა გაფართოვდეს

შრომის ინსპექციის მოქმედების არეალი უნდა გაფართოვდეს, - ამის შესახებ პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა სასტუმრო "ბილტმორში" განაცხადა, სადაც შრომის უსაფრთხოებისა და ინსპექტირების საკითხებზე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია იმართება.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.

"პროფკავშირებმა 2006 წლიდან მოვახერხეთ, რომ გვაქვს შრომის ინსპექცია. თუმცა, შრომის ინსპექცია უნდა იყოს 81-ე კონვენციის შესაბამისი, რისი ვალდებულებაც საქართველოს აქვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან მიმართებაში და ასევე ევროკავშირთან ასოცირების კუთხით. ამ მხრივ ჩვენ ჩამოვრჩებით ვალდებულებების შესრულებას. ჩვენი მოქალაქეების ინტერესია, რომ ადამიანს სამსახურში წასვლისას სახლში მშვიდობით დაბრუნების გარანტია ჰქონდეს. ამ კუთხით პრობლემები დიდია. შრომის ინსპექციას უნდა გაუფართოვდეს მოქმედების სფეროს არეალი. მას უნდა ჰქონდეს ინსპექტირების უფლება ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე", - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

კონფერენცია ორდღიანია და მისი ორგანიზატორები არიან: შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე