კახა კალაძე - დიღმის ტყე-პარკში საუკეთესო დასასვენებელი სივრცე უნდა მოეწყოს, ამიტომ იქ მშენებლობები  დაუშვებელია

თბილისის მერი, კახა კალაძე თანამშრომლობისკენ მოუწოდებს იმ პირებს, რომლებიც დიღმის ტყე-პარკში მიწის ნაკვეთებს ფლობენ.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მერიის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დიღმის ტყე-პარკი არის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა, სადაც სამომავლოდ საუკეთესო დასასვენებელი სივრცე უნდა მოეწყოს, ამიტომ იქ მშენებლობები დაუშვებელია.

კალაძის განმარტებით, თბილისის მერია კანონის ფარგლებში იმოქმედებს იმისათვის, რომ დიღმის ტყე-პარკის კერძო საკუთრებაში მყოფი ნაკვეთები მერიას დაუბრუნდეს.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სივრცე, რომელსაც თბილისისთვის სასიცოცხლო დატვირთვა აქვს, არის დიღმის ტყე-პარკი. სამწუხაროდ, 90-იანი წლებიდან მოყოლებული ამ პარკის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი მოექცა კერძო საკუთრებაში. დღესდღეობით მხოლოდ 17 ობიექტია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ხოლო ორი - სახელმწიფოს საკუთრებაში, დანარჩენი ტერიტორია, 47 ობიექტი კერძო საკუთრებაშია.

ეს არის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა და მინდა ყველა აქედანვე გავაფრთხილო, რომ იქ რაიმე სახის მშენებლობა წარმოუდგენელია. ერთადერთი, ვინც დაინტერესებულია იმით, რომ ეს ნაკევეთები დაიბრუნოს, გამოისყიდოს, ადგილმონაცვლეობა გააკეთოს, ეს არის დედაქალაქის მერია. მინდა, თხოვნით მივმართო იმ ადამიანებს, ვინც ამ კონკრეტულ ტყე-პარკში ფლობს კონკრეტულ მიწის ნაკვეთებს, ითანამშრომლონ დედაქალაქის მერიასთან და ჩვენ ამ ნაკვეთების დაბრუნების შესაძლებლობა მოგვეცეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ იქ, ამ ადამიანებს არასდროს მიეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ რაიმე პროექტი განახორციელონ. ქალაქისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მწვანე სივრცეა. დედაქალქის მერია კანონის ფარგლებში, ყველა ბერკეტს გამოიყენებს იმისათვის, რომ ეს ნაკვეთები ქალაქს დაუბრუნდეს და მომავალში იქ საუკეთესო დასასვენებელი სივრცე მოეწყოს“, -განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა