ჯეიმს მატისი - აშშ-ს უსაფრთხოებისთვის უმთავრეს საფრთხეს რუსეთის ბირთვული შეიარაღება წარმოადგენს

აშშ-ს უსაფრთხოებისთვის უმთავრეს საფრთხეს რუსეთის ბირთვული შეიარაღება წარმოადგენს, - ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა ვირჯინიის სამხედრო ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„თუ გარე საფრთხეებს შევხედავთ, პირველი საფრთხე, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, ეს რუსეთის მხრიდან ბირთვული საფრთხეა. ეს საფრთხე ნაკლებია ჩინეთის მხრიდან და ასევე ჩრდილოეთ კორეის მხრიდან, თუმცა ჩრდილოეთ კორეა ახლა საჭირბოროტო საკითხს წარმოადგენს“, - განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა.

ჯეიმ მატისის განმარტებით, „ბირთვული საფრთხე ზოგადად რეალური საფრთხეა და აშშ-ს ზომების მიღება უწევს, რათა გაუმკლავდეს მას“.

„ჩვენ შეკავება გვჭირდება, ვინაიდან შეუძლებელია ბირთვული ომის მოგება. შესაბამისად, მისი დაწყება დაუშვებელია“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ აქამდე პენტაგონმა აშშ-ს ბირთვული დოქტრინა გამოაქვეყნა, რომელშიც დიდი ყურადღება იყო გამახვილებული რუსეთის ბირთვული ძალების განვითარებაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო