ტაქსის მძღოლებს თეთრი ფერის მანქანებით მოძრაობის ვალდებულება 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ექნებათ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტაქსებთან მიმართებაში ახალი ვიზუალური სტანდარტი 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება.

კალაძემ ტაქსების ვიზუალურ მხარეზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის დაადასტურა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ტაქსის ფერთან დაკავშირებით, რომელიც თეთრი იქნება.

„ჩვენ ვმუშაობთ ვიზუალურ სტანდარტზე, რომელიც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან იქნება სავალდებულო. საუბარია ფერზე და ჩვენ ძალიან ბევრი მსჯელობა გვქონდა ამასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ თეთრი ფერი იყოს ტაქსებისთვის სავალდებულო. 2019 წლის ოქტომბრიდან სამკარიანი ავტომობილები და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ვერ შეძლებენ ამ სერვისის გაწევას. ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის ქალაქში გამოიყოფა სპეციალური პარკირების ადგილები, რომელიც იქნება მათთვის უფასო. გარდა ამისა, მათ საკუთარ ავტომობილებზე ექნებათ გამოყოფილი კონკრეტული ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება რეკლამის გაკეთება და რეკლამიდან შემოსული თანხა იქნება მათი პირადი საკუთრება. ასევე, მანათობელი ტაქსის ნიშანი, რომელსაც დაამზადებს მერია, ტაქსებს გადაეცემათ უფასოდ“, - აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში მხოლოდ ის ტაქსები იმოძრავებენ, რომლებსაც ლიცენზია აღებული აქვთ. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძღოლი, რომელიც ლიცენზირების გარეშე განახორციელებს აღნიშნულ სერვისს, დაჯარიმდება 200 ლარის ოდენობით.

„ტაქსების რეგისტრაცია გრძელდება. ამ ეტაპზე გაცემულია 6200-ზე მეტი ნებართვა. 1-ელი ოქტომბრიდან ამ სერვისის გაწევა ლიცენზიის გარეშე შეუძლებელია. ვისაც ნებართვა არ ექნება, ძალიან მკაცრი მიდგომები იქნება - ჯარიმა 200 ლარი. ნებართვის 1 წლის აღების საფასური ჩვეულებრივი შიდა წვის ძრავიანი ავტომობილებისთვის 100 ლარს შეადგენს, ჰიბრიდებისთვის 50 ლარია, ხოლო ელექტრომობილებისთვის - უფასოა“, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: 2019 წლის მეორე ნახევრიდან თბილისში ტაქსები თეთრი ფერის იქნება, ნახეთ ახალი დიზაინი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო