ორკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურების გაწევა იკრძალება

2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსის მომსახურების ორკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით გაწევა იკრძალება. ამის შესახებ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„ჩვენ ვმუშაობთ ვიზუალურ სტანდარტზე, რომელიც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან იქნება სავალდებულო. საუბარია ფერზე და ჩვენ ძალიან ბევრი მსჯელობა გვქონდა ამასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ თეთრი ფერი იყოს ტაქსებისთვის სავალდებულო. 2019 წლის ოქტომბრიდან სამკარიანი ავტომობილები {ორკარიანი მანქანები და პლუს საბარგული} და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ვერ შეძლებენ ამ სერვისის გაწევას“, - აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის ქალაქში გამოიყოფა სპეციალური პარკირების ადგილები, რომელიც მათთვის უფასო იქნება.

„გარდა ამისა, მათ საკუთარ ავტომობილებზე ექნებათ გამოყოფილი კონკრეტული ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება რეკლამის გაკეთება და რეკლამიდან შემოსული თანხა იქნება მათი პირადი საკუთრება. ასევე, მანათობელი ტაქსის ნიშანი, რომელსაც დაამზადებს მერია, ტაქსებს გადაეცემათ უფასოდ“, - აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსები თეთრი ფერის იქნება.

იხილეთ ვიდეო: 2019 წლის მეორე ნახევრიდან თბილისში ტაქსები თეთრი ფერის იქნება, ნახეთ ახალი დიზაინი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს