ვანო მერაბიშვილი კლინიკაშია გადაყვანილი

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვაჟა-ფშაველაზე მდებარე „ავერსის“ კლინიკაში განუცხადეს, მერაბიშვილს ამ წუთებში გამოკვლევები უტარდება.

თავის მხრივ, მერაბიშვილის ადვოკატების განცხადებით, შს ყოფილი მინისტრის კლინიკაში გადაყვანის მიზეზები მათთვის ჯერჯერობით უცნობია.

„დღეს დილით, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ვანო მერაბიშვილი “ავერსის” კლინიკაშია გადაყვანილი. ჩვენთვის უცნობია, რატომ მოხდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა, ან რა პროცედურების ჩატარება იგეგმება. ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ, რა გახდა მისი ჰოსპიტალიზაციის მიზეზი“, - აცხადებენ ადვოკატები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო