გია თვალავაძის  და კიდევ 5 ბრალდებულის ადვოკატები  სასამართლოზე გირაოს შეფარდებაზე შუამდგომლობას დააყენებენ

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებულ ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის გია თვალავაძის და კიდევ 5 ბრალდებულის ადვოკატები სასამართლოზე იშუამდგომლებენ, რომ ბრალდებულების მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება იყოს გამოყენებული.

როგორც ჟურნალისტებს გია თვალავაძის ადვოკატმა ლალი აფციაურმა განუცხადა, დაცვის მხარე სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოსაც შესთავაზებს. თუმცა ადვოკატი ამ ეტაპზე გირაოს თანხას არ აკონკრეტებს. ცნობილია, რომ სახელმწიფო ბრალდება, ექვსივე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

"ვინაიდან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არ აღიარებენ ბრალად წარდგენილ ქმედებას, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიშუამდგომლებთ, რომ არ იყოს გამოყენებული არანაირი აღკვეთის ღონისძიება. მაგრამ ალტერნატივის სახით სასამართლოს შევთავაზებთ ასევე გირაოს. თუმცა, ამ ეტაპზე თანხის ოდენობა არ გვაქვს გადაწყვეტილი. არავითარი მტკიცებულება საქმეში არაა რომელიც გია თვალავაძის დანაშაულს ამტკიცებს", - განაცხადა ლალი აფციაურმა.

ამასთან, ადვოკატი განმარტავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე მუდმივად შედიოდა შეტყობინებები, წამლების ურეცეპტოდ რეალიზაციაზე და ამ შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება ხდებოდა და ამაზე დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე ისაუბრებს.

სუს-მა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე ორი დღის წინ დააკავა. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს