ბელგიის პრემიერი - აშშ ევროპული კომპანიების ნაცვლად ვერ გადაწყვეტს, თუ ვისთან უნდა აწარმოონ ვაჭრობა

აშშ ევროპული კომპანიების ნაცვლად ვერ გადაწყვეტს თუ ვისთან უნდა აწარმოონ მათ ვაჭრობა და ვისთან განავითარონ ეკონომიკური საქმიანობა, - ამის შესახებ ტელეარხ RTBF-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბელგიის პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა განაცხადა.

„ჩვენ ვერ დავეთანხმებით იმას, რომ აშშ წყვეტს თუ რომელ რეგიონებთან შეუძლიათ ევროპულ კომპანიებს ვაჭრობის წარმოება და თუ სად უნდა განავითარონ ეკონომიკური საქმიანობა“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

ბელგიის პრემიერ-მინისტრის თქმით, „ევროპა ირანთან მიმართებაში გულუბრყვილო არ არის“.

„ამავდროულად ირანის ბირთვული ენერგეტიკის დემონტაჟის შესახებ შეთანხმება პოლიტიკური დიალოგის არხს ხსნის, რათა ირანში მხარი დავუჭიროთ იმ ძალებს, რომლებსაც ქვეყნის მოდერნიზება, ეკონომიკის გაძლიერება და ბირთვული დეესკალაცია სურთ“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი სპეციალური ფინანსური ინსტიტუტის შექმნას აპირებს, რათა ირანთან ფინანსური ოპერაციები ამერიკული სანქციების გვერდის ავლით უზრუნველყოს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ გუშინ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის, ჩინეთისა და ირანის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა