დავით მესხიშვილი - სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების პირველი ეტაპი ჩავარდა

სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების პირველი ეტაპი ჩავარდა. მენეჯმენტში არსებობს სერიოზული პრობლემა და კონკრეტული პასუხისმგებელი პირი ამ რეფორმას არ ჰყავს“, – ამის შესახებ პრესკონფერენციაზე დღეს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების პირველი ეტაპი, რომელიც ეხებოდა 3,5ტ-ზე მეტი მასის მქონე სატრანსპორტო საშუალებებს და ასევე იმათ, რომელთაც 8-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავთ, დასრულდა.

მესხიშვილის განცხადებით, შედეგად გზებზე ვხედავთ უცვლელ სიტუაციას და ტექნიკურად გაუმართავი აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები კვლავ გადაადგილდებიან.

მესხიშვილის თქმით, შესაბამისად, გაჩნდა კითხვები: რამდენად ხდება კანონის ეფექტიანად აღსრულება და ვინ არის კონკრეტული პასუხისმგებელი პირი, რომელიც ამ პროცესის სწორად წარმართვაზე აგებს პასუხს.

„კონკრეტული მენეჯერი ამ პროცესს არ ჰყავს. ან პირი, რომელმაც კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს – ჩავარდნის ან წარმატების შემთხვევაში ამ პროცესზე პასუხი უნდ აგოს. ასეთი პრაქტიკულად, არ არსებობს. მთელი პასუხისმგებლობა ასეთ შემთხვევაში ეკისრება ეკონომიკის მინისტრს, რადგან ჩვენი კანონმდებლობით, ტრანსპორტის პოლიტიკას განსაზღვრავს ეკონომიკის სამინისტრო. მენეჯმენტში არსებობს სერიოზული პრობლემა და კონკრეტული პასუხისმგებელი პირი ამ რეფორმას არ ყავს. შესაბამისად, გვაქვს ის შედეგი, რაც მანამდე გვქონდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინსპექტირების პირველი ეტაპი ვერ გაიმართა და ჩავარფდა. გზებზე ვხედავთ უცვლელ სიტუაციას. კანონის აღსრულებაში უამრავი პრობლემაა, რომლის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. გზებზე კვლავ ვხედავთ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ბოლავენ. გადამოწმების შემთხვევაში, გაიარეს თუ არა მათ ინსპექტირება, მძღოლები ზოგ შემთხვევაში ამბობენ, რომ გაიარეს. თუ გაიარეს, მაშინ გზებზე როგორ მოხვდნენ ასეთ მდგომარეობაში?! თუ არ გაიარეს, მაშინ გადავიტანოთ ეს აღსრულება. ანუ, სრული აურზაურია ამ სისტემაში, რაც პირველმა ეტაპმა გამოაჩინა. საკანონმდებლო დონეზე ყველაფერი მოწესრიგებულია, თუმცა რეალურ ცხოვრებაში იგი ვერ დაინერგა“, – განაცხადა მესხიშვილმა.

მისივე თქმით, 2019 წლის იანვრიდან ინსპექტირება ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის საყოველთაო ხდება. ეს პრობლემები კი კიდევ უფრო სერიოზულ სახეს შეიძენს. ამდენად, მესხიშვილმა მოუწოდა მთავრობას, „ეს ჩავარდნილი პროცესი ხარვეზების აღმოსაფხვრელად მაინც გამოიყენოს, რათა 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ეს პრობლემები აღარ იყოს“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო