თბილისობასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერია კონკრეტულ ლოკაციებზე გარევაჭრობას დაუშვებს

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერია კონკრეტულ ლოკაციებზე გარევაჭრობას დაუშვებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, კონკრეტულ ადგილებზე ნებისმიერ პირს საკუთარი პროდუქციის რეალიზების საშუალება მიეცემა.

"თბილისობამდე დარჩენილია 10 დღეზე მეტი და უკვე შერჩეულია ადგილები, სადაც 6 და 7 ოქტომბერს, თბილისობის დღესასწაულზე გარევაჭრობა ნებადართული იქნება.

მინდა ეს ლოკაციები მოგახსენოთ. ეს იქნება: ჩუღურეთის რაიონში - ხეთაგუროვის სკვერიდან ბარათაშვილის ხიდამდე ტერიტორია; სამგორის რაიონში ვიქტორ კუპრავას ქუჩის N10, ე.წ. სვანების ბაზრობის ტერიტორია; გლდანში - ხიზანიშვილის ქუჩაზე, გლდანის პარკსა და პოლიციის შენობას შორის არსებული სივრცე; დიდუბეში - სტანისლავსკის ქუჩაზე, „დიდუბე პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია, ასევე, დიღმის მასივში, პაიჭაძის ქუჩა N1-ში, სკვერის მიმდებარე ტერიტორია. საბურთალოზე - სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია; ვაკეში - გეგეშიძის ბაღი.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი პროდუქცია ამ სივრცეში წარმოადგინოს. მათ ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი პროდუქცია შეიტანონ და რეალიზება მოახდინონ",- განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა