კახა კალაძე  - ე.წ. ექსპერტები გამოყავთ, რომლებსაც ცხოვრებაში არაფერი შეუქმნიათ,  უქნარა ადამიანები საუბრობენ ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე

გამოყავთ ე.წ. ექსპერტები, რომლებსაც ცხოვრებაში არაფერი შეუქმნიათ, ჩვეულებრივი უქნარა ადამიანები საუბრობენ ვაკის პარკზე, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. ერთადერთი რითაც თავი დაამახსოვრეს ის იყო, რომ წითელ ბაღში დარგეს ოთხი ძირი ხე და ისიც გახმა, -ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, როდესაც ვაკის პარკის რეაბილიტაციის საკითხზე ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, თბილისის მერია არასდროს მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქალაქს ზიანს მოუტანს, თუმცა მიუხედავად ამისა, პროექტებს, რომელსაც მერია ახორციელებს, ხშირად ახლავს ნეგატივი.

„გასაგებია, რომ „შესაძლოა, ვიღაცას არ მოსწონს კახა კალაძე, ვიღაცას არ მოსწონს „ქართული ოცნება“, ქალაქის მთავრობა, მაგრამ არსებობს თბილისი, ქალაქის სიყვარიული და მე მგონი, ამ ქალაქში მცხოვრები ყველა ადამიანი გახარებული უნდა იყოს იმ პროექტებით, რომელიც კეთდება“, - განაცხადა კალაძემ.

შესაბამისად, კალაძის თქმით, მერია მოაწესრიგებს ვაკის პარკს და სხვა პარკებს, რომელიც მძიმე მდგომარებაშია.

კალაძის განმარტებით, ვაკის პარკის რეაბილიტაცია გულისხმობს სხვადასხა სივრცეების და დასასვენებელის მოწყობას.

„მოგეხსენებათ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ვაკის პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ეკოლოგიური მდგომარეობა გვაქვს ქალქში. შესაბამისად, სხვა ბევრ მნიშვნელოვან პროექტთან ერთად არსებული პარკების რეაბილიტაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის ცოტა ხნის წინ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, კონკურსი გამოაცხადა. მნიშვნელოვანია, რომ მერიამ პარკის რეაბილიტაციაზე კონკურსი გამოაცხადა და არა ტენდერი. კონკურსის პირობებს რატომღაც მოჰყვა სხვადასხვა პირების მხრიდან მოსაზრებები, რომ თითქოს კონკურსი მორგებულია კონკრეტულ კომპანიაზე და შეუძლებელია 3 თვეში პროექტის მომზადება. საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს სამი თვე არ არის ის დრო, როდესაც შესაძლებელია პროექტის განხორციელება, რასაც ნამდვილად ვერ დავეთანხმებით. თუ რომელიმე კონკრეტულ კომპანის არ აქვს ამის შესაძლებლობა, ეს მათი პრობლემაა. როდესაც ფასთა კვლევა გაკეთდა, 9 კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და დასტური გვითხრა, რომ სამი თვის განმავლობაში შესაძლებელია ამ პარკის რეაბლიტაციასთან დაკავშირებით პროექტის განხორციელება. ყველა ინფორმაცია, მიმოწერა თან გვაქვს და შეგვიძლია გავაცნოთ ყველა დაინტერესებულ პირს, რომ ვიმეს კითხვის ნიშანი არ გაუჩნდეს. თუმცა, ერთ-ერთმა მათგანმა ვისაც პრეტენზია ჰქონდა ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით, იყო ირაკლი ჟვანია. როგორც ვიცი მას შეხვედრა ჰქონდა მაია ბითაძესთან. მან შემდეგ განმარტებაც კი გააკეთა სოციალურ ქსელში, რომ მისი ეჭვები გაქარწლებულია. ამიტომ ყველას მინდა, ვუთხრა, რომ ჩვენ არასდროს მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას რომელიც ქალაქისთვის დამაზიანებელი იქნება. გარდა ამისა, სპეციალური კომისიაა შექმნილი, რომელშიც ღვაწლმოსილი ადამიანები, ექსპერტები არიან, რომლებსაც დიდი გამოცდილება გააჩნიათ და მნიშვნელოვანია მათი აზრიც. ასევე მინდა გითხრათ, რომ ამ პარკს თავისი გენერალური გეგმა აქვს და პროექტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა გულისხმობდეს. მან პარკის ისტორიული იერ-სახე უნდა შეინარჩუნოს“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი უსაფუძვლო ბრალდება, რაც ოპონენტების მხრიდან გამოითქვა, შეეხება კონკურსის პირობას, რომლის მიხედვით გამარჯვებულ კომპანიას უნდა ჰქონდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მუშაობის გამოცდილება.

„გვინდა შევახსენოთ ოპონენტებს, რომ ვაკის პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ამდენად ბუნებრივია, მოთხოვნა კომპანიის მისამართით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, აღელვების საფუძველი არ არსებობს. როგორც კი შეიქმნება პროექტი, დავიწყებთ პარკის რეაბილიტაციას, რაც გულისხმობს სხვადასხვა დასასვენებელი და გასართობი სივრცეების შექმნას, სავარჯიშო მოედნების მოწყობას, სრულად შეიცვლება არსებული საპარკე ავეჯი და მოეწყობა განათება, გარდა ამისა, ვაკის პარკში შენარჩუნდება სივრცე სამაგიდო თამაშებისთვის და სრულად განახლდება არსებული შადრევანი და ამფითეატრი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. .

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა