რუსთაველის გამზირზე შვილმოკლული მამების მხარდასაჭერი აქცია-პერფორმანსი გაიმართა

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან შვილმოკლული მამების მხარდასაჭერი აქცია-პერფორმანსი გაიმართა. აქციის მთავარი სლოგანი იყო „შენი ადგილი აქ არის". ამით აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ გვერდში დაუდგნენ შვილმოკლულ მამებს „სამართლის აღსრულებაში".

„ეს არის სიმბოლური პერფორმანსი იმ ადამიანებისთვის ვინც ეკრანებიდან ადევნებენ პროცესებს თვალს. თქვენი ადგილი აქ არის. მოდით და მხარდაჭერა გამოუცხადეთ ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს. ისინი იბრძვიან რათა სამართლიანობა აღსრულდეს“, - განაცხადა აქციის მონაწილემ თეონა ჭალიძემ.

აქციის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ ბანერები წარწერით - „დაისაჯონ დამნაშავეები", "შენი ადგილი აქ არის" და „მხარდაჭერა შვილმოკლულ მამებს".

აქცია პერფორმანსს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილიც ესწრებოდნენ.

როგორც ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მთავარი მოთხოვნა კვლავ იმ პირების დასჯაა ვინც დავით სარალიძის მკვლელებს აფარებს ხელს.

„მოთხოვნაა, რომ დაისაჯონ ის პირები, ვინც ჩემი შვილის მკვლელებს აფარებს ხელს. ეს ხელისუფლება აუცილებლად უნდა მოშორდეს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა