მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისთვის ბრალდებული ნ.ი. დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნ.ი. ერთი წლის მანძილზე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სისტემატური შეურაცხყოფის გზით ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლეზე. 2018 წლის 18 ივლისს, ნ.ი-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს - ი.ი.-ს შვილის თანდასწრებით თავისა და მკლავის არეში მუშტი დაარტყა.

სამართალდამცველებმა ნ.ი. 2018 წლის 20 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ნ.ი. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა