მამუკა ბახტაძე - საქართველო დემოკრატიული და ეკონომიკური ტრანსფორმაციის ბრწყინვალე მაგალითია

საქართველო დემოკრატიული და ეკონომიკური ტრანსფორმაციის ბრწყინვალე მაგალითია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა იქნება პირველი, ვინც მაღალი ეთიკური სტანდარტების მქონე ბიზნესის ფილოსოფიას დანერგავს. ამ თემაზე ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი ნიუ-იორკში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ვიზიტის ფარგლებში დღეს გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი საქართველოს მთავრობის სახელით საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ხოლო Grace Farms Foundation-ის მხრიდან პრეზიდენტმა შერონ პრაინსმა მოაწერეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი საინვესტიციო კომპანიების პირველი პირები მონაწილეობდნენ, ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს და აღინიშნა, რომ უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დანერგვა სრულიად სხვა მიმზიდველობას შესძენს ბიზნესის კეთებას საქართველოში და ამავდროულად, გაზრდის ტრანსნაციონალური კომპანიების დაინტერესებას, რაც მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვის წინაპირობაა.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს წამყვან პოზიციებზე სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა არის მოწინავე რეფორმატორი, რომლის წარმატებული რეფორმების გაზიარებით სულ უფრო მეტი ქვეყანა ინტერესდება.

„საქართველო დემოკრატიული და ეკონომიკური ტრანსფორმაციის ბრწყინვალე მაგალითია”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოში ბიზნესში უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დანერგვის შესახებ Grace Farms Foundation-თან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება ოქტომბრის ბოლოს, თბილისში იგეგმება. აღნიშნული გადაწყვეტილება თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან და საქართველოს მთავრობის პოლიტიკასთან, რომლის მთავარი ღირებულება ადამიანი და მისი უფლებებია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა