ეკა ლალიაშვილი - ტაქსის ფერზე მეტად მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას უსაფრთხოების ნორმებს, კარგი იქნება მძღოლები აკმაყოფილებდნენ გარკვეულ მოთხოვნებს

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ტაქსების მიმართულებით უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო გაძლიერდეს. როგორც ლალიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მნიშვნელოვანია როგორც თავად ავტომობილების უსაფრთხოების ზომები, ასევე მძღოლთა კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი.

"მნიშვნელოვანია ფერზე მეტად ხაზი გაესვას უსაფრთხოების ნორმებს. გარდა ავტომობილის უსაფრთხოებისა, კარგი იქნება მძღოლები აკმაყოფილებდნენ გარკვეულ მოთხოვნებს, რათა უსაფრთხოდ მოხდეს მგზავრების გადაყვანა. აუცილებლად უნდა იყოს მერიაში ცხელი ხაზი იმ შემთხვევისთვის, რომ მგზავრმა დააფიქსიროს ფაქტი თუ რაიმე დარღვევა მოხდა მძღოლის მხრიდან. მძღოლებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ თუ რაიმე გადაცდომას ექნება ადგილი მათი მხრიდან, შესაძლოა, რეაგირებას ჰქონდეს ადგილი. ცვლილებები უნდა გაგრძელდეს უსაფრთხოების თვალსაზრისით",- განაცხადა ლალიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მძღოლებს ვალდებულება, რომ მოქალაქეებს ტაქსით მომსახურება თეთრი ფერის მანქანებით შესთავაზონ, 2019 წლის მეორე ნახევრიდან ექნებათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა