დავით ბაქრაძე შუახევში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე აჭარაში, შუახევში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად დავით ბაქრაძესთან შეხვედრაზე შუახევში მცხოვრები ადამიანები უმუშევრობაზე, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაზე საუბრობდნენ.

„აჭარაში განსაკუთრებით იგრძნობა უცხოეთში არალეგალურად მომუშავე ქართველების პრობლემა. აჭარის მოსახლეობის დიდი ნაწილი ოჯახებს თურქეთში მუშაობით და იქიდან გამოგზავნილი თანხით არჩენს. სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებოდ არის დატოვებული მაღალმთიანი აჭარის ტრადიციული კულტურის თამბაქოს მოყვანის საკითხიც“,- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ბაქრაძის განცხადებით, აჭარაში არ არის ოჯახი, საიდანაც იძულებულები არ არიან, რომ ოჯახის ერთი წევრი მაინც არ წავიდეს თურქეთში სამუშაოდ.

„უამრავ პრობლემას აწყდებიან ეს ადამაინები. მათ სჭირდებათ დახმარება. მთიან აჭარაში ტრადიციული კულტურა, რომლითაც ოჯახებს ინახავდნენ, იყო თამბაქო. ეს სფერო მთლიანად მიშვებულია და არავის აწუხებს ადამიანების პრობლემა, რომ არანაირი შემოსავალი არ აქვთ. არის ბევრი საკითხი, რომელიც სცილდება პრეზიდენტის პირდაპირ მანდატს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ქვეყანაში გაჩნდეს ადამიანი, რომელსაც აწუხებს ხალხის პრობლემები, რომელსაც ესმის ადამიანების პობლემები და რომელიც იზრუნებს ყველა პრობლემის მოგვარებაზე“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს