სურსათის ეროვნული სააგენტო - ხობის მოსახლეობის ინფორმაციით, წელს შარშანდელთან შედარებით, გაცილებით უკეთესი მოსავალია

სურსათის ეროვნული სააგენტოსა და საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლები ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ გურიფულში სიმინდის საკარმიდამო ნაკვეთებში მოსავლის აღების პროცესს დაესწრნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ადგილობრივთა განცხადებით, წელს, შარშანდელთან შედარებით, გაცილებით უკეთესი შედეგი აქვთ - მოსავლიანობა გაზრდილია და გაუმჯობესებულია სიმინდის ხარისხიც.

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სპეციალიზებული ტექნიკის მეშვეობით, სოფელ პირველი გურიფულის საყანე ფართობები ცივი შესხურების მეთოდით დაამუშავა. სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან ერთად, საკუთარ ნაკვეთებზე ადგილობრივებმაც იზრუნეს“, – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მავნებელს მექანიკური საშუალებების გამოყენებით ებრძვის. „სურსათის ეროვნული სააგენტოსა“ და საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლებმა საკარმიდამო ნაკვეთებში განთავსებული აზიური ფაროსანას დამჭერი ხაფანგებიც დაათვალიერეს.

„იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიითა და ცივი შესხურებით 630 ათასამდე ჰექტარი ფართობია დამუშავებული, რის შედეგადაც დასავლეთ საქართველოში მავნებლის რაოდენობა შემცირდა, გავრცელების გეოგრაფიული არეალი კი არ გაზრდილა და კვლავაც ძველ საზღვრებში რჩება“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა