ზაზა სარალიძე - კარვის გაშლის უფლება არ მოგვცეს, შემოვარდნენ მანქანაში, მოიტაცეს ყველაფერი - კარავი, ბალიშები

ზაზა სარალიძეს სამართალდამცველებმა პარლამენტთან კარვის გაშლის უფლება არ მისცეს.

როგორც სარალიძემ აღნიშნა, მას და მის მხარდამჭერებს პარლამენტის შენობასთან მიჰქონდათ კარვები, იქ ასევე უნდა მისულიყო სახალხო დამცველის წარმომადგენელიც, თუმცა, როგორც სარალიძე განმარტავს, მას სამართალდამცველებმა კარავი წაართვეს.

„შემოვარდნენ მანქანაში, მოიტაცეს ყველაფერი - კარავი, ბალიშები. ყველაფერი მოიტაცეს“, განაცხადა სარალიძემ.

სარალიძე გეგმებზე კონკრეტულად არ საუბრობს.

„დაველოდოთ და გამოჩნდება ყველაფერი, რასაც ვაპირებ. ნაბიჯ-ნაბიჯ მიხვდებიან ყველაფერს, წინასწარ არაფერს ვამბობ“, - განაცხადა სარალიძემ.

იხილეთ ვიდეო: "არავის არაფერს არ ვეტყვი, პირდაპირ მოქმედებაზე გადავდივარ" - ზაზა სარალიძე

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს