ე.წ.სააფთიაქო ნარკომანიის საქმის პროკურორი -  ბრალდებულთან მიმართებით არსებობს როგორც ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერები, ასევე მოწმეთა ჩვენებები

პროკურორის განმარტებით, ე.წ.სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა იმ საფრთხეების გათვალისწინებით შეუფარდა, რომელიც დღეის მდგომარეობით არსებობდა.

როგორც პროკურორმა გიორგი ლილუაშვილმა აღნიშნა, სახეზე იყო მტკიცებულებების მოპოვების ხელისშეშლის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეები, რის გამოც სასამართლომ სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა. ლილუაშვილის თქმით, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს უფროსს გია თვალავაძეს ბრალი წარედგინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ხოლო დანარჩენ პირებს ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ჩადენის ფაქტზე.

"სასამართლომ ექვსივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რაც მოცემულ შემთხვევაში არსებობდა, კერძოდ, არსებობდა მტკიცებულებების მოპოვების ხელისშეშლის, მოწმეებზე ზემოქმედების და ასევე დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეები. პროკურატურამ ყველა ბრალდებულის მიმართ წარმოადგინა მათი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. კონკრეტულ ბრალდებულთან მიმართებით არსებობს როგორც ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, ასევე მოწმეთა ჩვენებებიდა შესაბამისად სხვა მტკიცებულებებს", - განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.

რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ სხვა პირებს, პროკურორის თქმით, სახელმწიფო ბრალდება მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვს.

"რაც შეეხება დანარჩენ 14 პირს, რომელთა დაკავებაც მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოხდა, ესენი არიან იმ აფთიაქებში დასაქმებული პირები. მათი ბრალეულობის ხარისხის და კვალიფიკაციის შესაბამისად სახელმწიფო ბრალდებამ მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით რომ მათ მიმართ გამოყენებულო იყოს გირაო", - განაცხადა ლილუაშვილმა.

სუს-მა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე ორი დღის წინ დააკავა. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო