გია თვალავაძის ადვოკატი - მოსამართლე არის უსამართლო

მაისის შემდეგ მიდის ამ საქმეზე გამოძიება და ყველა გამოძახებისთანავე ცხადდებოდა დაკითხვაზე. რეალურია მიმალვის საფრთხე? - ამის შესახებ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი უფროსის, გია თვალავაძის ადვოკატმა ლალი აფციაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მოსამართლე ვერ დაასაბუთებს საკუთარ გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. აფციაურის თქმით, მოსამართლემ არ მიიღო მხედველობაში ბევრი გარემოება, მათ შორის ის, რომ თვალავაძეს თავდებში უდგებოდნენ.

"დღევანდელ გადაწყვეტილებას დასაბუთება სჭირდება და დარწმუნებული ვარ, დაუსაბუთებელი იქნება, რადგან პატიმრობის გამოყენების არცერთი საფუძველი არ არსებობდა. მას საკმაოდ ცნობილი ადამიანები უდგებოდნენ თავდებში. ამას რომ თავი დავანებოთ, დაპატიმრების არანაირი საფუძველი არ იყო. ბრალდებამ ბრძანა, რომ მიიმალება თვალავაძე. მაისის შემდეგ გამოძიება მიდის და ყველა გამოძახებაზე ცხადდებოდა დაკითხვაზე. რეალურია მიმალვის საფრთხე? - არა. ზეწოლას მოახდენსო მოწმეებზე, მაგრამ ამის ერთი მტკიცებულება ხომ უნდა იყოს? მოსამართლე არის უსამართლო", - აღნიშნა ლალი აფციაურმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა