გიორგი ტყემალაძე - მუნიციპალიტეტი ტაქსის მძღოლებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე და  შეღავათების დაწესებაზე მუშაობს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ტაქსების რეგულაციებთან დაკავშირებით დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა.

„მინდა გამოვეხმაურო თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას დედაქალაქში ტაქსების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ტაქსებისთვის რეგულაციების დაწესება მნიშვნელოვანი და დროულია. რეგულაციების შედეგად, თბილისელების და დედაქალაქის სტუმრების კომფორტული მგზავრობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ადამიანმა, რომელიც ტაქსით გადაადგილდება, დაცულად იგრძნოს თავი. ამავე დროს, მუნიციპალიტეტი ტაქსის მძღოლებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე და შეღავათების დაწესებაზე მუშაობს. ასევე, მათთვის სპეციალური, უფასო საპარკინგე ადგილები გამოიყოფა. 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან თბილისში ყველა ტაქსი ერთიანი ვიზუალით იმოძრავებს. სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები კი ამ სერვისის გაწევას ვერ შეძლებენ. ეს სიახლეები ჩვენი ქალაქისთვის აუცილებელია, რომლის მეშვეობითაც ტრანსპორტის ხარისხი გაუმჯობესდება და კომფორტული იქნება. იმედია, ტაქსის მძღოლები ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან“,- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

როგორც ცნობილია, თბილისის მერიამ ტაქსებთან დაკავშირებული საკითხის მოწესრიგება დაიწყო. ამ ეტაპზე დედაქალაქში მოძრავი ტაქსების აღრიცხვა მიმდინარეობს. მძღოლებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ და შესაბამისი მომსახურების გაწევისთვის საჭირო ნებართვა აიღონ. 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ლიცენზიის გარეშე ტაქსის სერვისის გაწევის შემთხვევაში მძღოლები დაჯარიმდებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო